ბათუმში ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა – „ბავშვი ჩვილია, ყელზე რაღაც მოჭერილი ჰქონდა. სავარაუდოდ, დამხრჩვალია და გადაგდებული“

ბათუმში ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა - „ბავშვი ჩვილია, ყელზე რაღაც მოჭერილი ჰქონდა. სავარაუდოდ, დამხრჩვალია და გადაგდებული“ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ახალშობილის ცხედარი დღეს, 10 მარტს,  დილით იპოვეს.

„ბავშვი ჩვილია, ყელზე რაღაც მოჭერილი ჰქონდა. სავარაუდოდ დამხრჩვალია და გადაგდებული“ – გვითხრეს სასწრაფო დახმარების სამსახურში.

ამ წუთებში ადგილზე პოლიციისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მუშაობენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბათუმელები