ბორის ჯონსონი – ”სკრიპალი პუტინის ბრძანებით მოწამლეს”

ბორის ჯონსონი - ”სკრიპალი პუტინის ბრძანებით მოწამლეს”დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბრიტანეთის ტერიტორიაზე ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენება, „დიდი ალბათობით“, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით მოხდა, – იუწყება Sky News.
ბორის ჯონსონის თქმით, ცხადია, რომ სოლსბერიში მომხდარი თავდასხმა რუსეთიდან იყო მართული და დაადასტურა, რომ გამოყენებული ნივთიერება „ნოვიჩოკი“ რუსეთში იყო შექმნილი და იქვე ინახებოდა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსი ხალხის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და პრობლემები პუტინთან და კრემლთან არის დაკავშირებული.
ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია ნერვულ-პარალიტიკური ქიმიური ნივთიერებით დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს მოწამლეს.

ინტერპრესნიუსი