დავიდე ასტორი გულის შეტევით გარდაიცვალა

ფიორენტინას კაპიტნის დავიდე ასტორის  გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. ამის შესახებ უდინეს პროკურორმა გააკეთა განცხადება. შეგახსენებთ რომ ასტორი სწორედ უდინეში გარდაიცვალა, სადაც ის შეხვედრის ჩასატარებლად იყო ჩასული თავის გუნდთან ერთად.

დავიდეს გულის შეტევა ძილის დროს მოუვიდა და მან გაღვიძება ვეღარ შეძლო. ამ ფაქტის ირგვლივ იტალიაში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი და ასტორის სიკვდილს უამრავი ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოეხმაურა. ასევე გადაიდო სერია ა-ს ყველა შეხვედრა, რომელიც კვირას უნდა ჩატარებულიყო.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018