დოდო გუგეშაშვილმა წილკანში ტატუნაშვილებს მიუსამძიმრა – ”ეს ყმაწვილი არის გმირი, მაგალითი სამშობლოსთვის”

დოდო გუგეშაშვილმა წილკანში ტატუნაშვილებს მიუსამძიმრა - ”ეს ყმაწვილი არის გმირი, მაგალითი სამშობლოსთვის”ოკუპანტების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში მისასამძიმრებლად თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი ჩავიდა.

დოდო გუგეშაშვილის თქმით, არჩილ ტატუნაშვილი სამაგალითო გმირია, რუსეთის ქმედებისთვის კი, რომელმაც ოჯახს ცხედარი რამდენიმე დღით დაუმალა, სახელის დარქმევა ძნელია:

– ეს ყმაწვილი არის გმირი, მაგალითი სამშობლოსთვის, მაგალითი იმ დროისთვის, როდესაც თითქოს ღიად არ მიმდინარეობს ომი, მაგრამ ოკუპანტი რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გამოხშიროს ქართველები. მაგალითი გვაქვს თუნდაც გმირი ტატუნაშვილის სახელით,  – განაცხადა გუგეშაშვილმა.

ნიუპოსტი