ჰაეროვანი კრემ-დესერტი მოამზადეთ 5 წუთში

ჰაეროვანი კრემ-დესერტი მოამზადეთ 5 წუთშიჯადოსნური ნაღების კრემი, ჟელესმაგვარი მასა, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ ბლინის, ტარტალეტიკის გულსართად ან ტორტის გასაფორმებლად.

ინგრედიენტები:

რძე- 1,5 ჭიქა;

შაქარი- გემოვნებით;

კვერცხის გული- 3 ცალი;

არაჟანი- 300 გრ.

წყალი- 4 ს.კ.

ვანილი- 1 ჩ.კ.

ჟელატინი- 1 ს.კ.

მომზადების წესი:

კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად და დადგით დაბალ ცეცხლზე.

ნარევს დაუმატეთ რძე და გაათბეთ 10 წუთის განმავლობაში. არ დაგავიწყდეთ მორევა.

მასა არ მიიყვანოთ ადუღებამდე, გადმოდგით გაზქურიდან და გააჩერეთ გასაგრილებლად.

უცხიმო არაჟანი ათქვიფეთ ვანილთან ერთად.

ჟელე დაალბეთ თბილ წყალში (მიჰყევით შეფუთვაზე მითითებულ ინსტრუქციას), ხოლო შემდეგ დაუმატეთ რძისა და კვერცხის მასას. კარგად მოურიეთ და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე გასაგრილებლად.

ათქვეფილ არაჟანს და ვანილის ნარევს კიდევ ერთხელ მოურიეთ და დაუმატეთ გაგრილებულ კრემის მასას.

მიღებული კრემი მოათავსეთ მაცივარში.

მისი გამოყენება შეგიძლიათ სხვადახვა დესერტის მომზადების დროს.