ჰარი კეინი მსოფლიო ჩემპიონატს არ გამოტოვებს

ჰარი კეინი მსოფლიო ჩემპიონატს არ გამოტოვებსტოტენჰემის და ინგლისის ნაკრების ლიდერი ჰარი კეინი მსოფლიო ჩემპიონატს არ გამოტოვებს. კეინმა ბორმუტთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და შიშობდნენ რომ მას ხანგრძლივი მკურნალობა დაჭირდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ კეინი ერთ თვეში შეძლებს მოედანზე გასვლას.

ტრავმა არც ისე სერიოზულია და კეინი აპრილის ბოლოს ისევ დაბრუნდება ტოტენჰემის სასტარტო შემადგენლობაში.

კეინი ამჟამად პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირია, მაგრამ სავარაუდოდ იძულებითი პაუზის გამო მას სხვა ფეხბურთელები მალე გაასწრებენ.