იურგენ კლოპმა მანჩესტერ სიტისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა

იურგენ კლოპმა მანჩესტერ სიტისთან დაპირისპირებაზე ისაუბრაროგორც მოგეხსენებათ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ერთმანეთს მანჩესტერ სიტი და ლივერპული დაუპირისპირდებიან და მათი შეხვედრები უდიდეს ინტერესს იწვევს.

იურგენ კლოპმა უკვე გააკეთა კომენტარი და თქვა რომ სიტი სავარაუდოდ ლივერპულს სუსტ მეტოქედ მიიჩნევს და ეს ლივერპულისთვის კარგია:

”ვფიქრობ მანჩესტერში ფიქრობენ რომ ლივერპულს ადვილად გაცდებიან, მაგრამ ეს ასე არ მოხდება. წინ ორი ძალიან საინტერესო შეხვედრა გველის და ყველაფერს დეტალები გადაწყვეტენ”–განაცხადა იურგენ კლოპმა. მატჩები 3 და 11 აპრილს გაიმართება.