ივანკა ტრამპი და ჯარედ კუშნერი ავიაკატასტროფას გადაურჩნენ – მათ ვერტმფრენს ძრავი გაუფუჭდა

ივანკა ტრამპი და ჯარედ კუშნერი ავიაკატასტროფას გადაურჩნენ - მათ ვერტმფრენს ძრავი გაუფუჭდავერტმფრენში, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი გადაადგილდებოდნენ, ერთ-ერთ ძრავა გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ინციდენტი 15 მარტს მოხდა. მომხდარის გამო, წყვილი იძულებული იყო დაბრუნებულიყო ვაშინგტონში რონალდ რეიგანის სახელობის აეროპორტში. ცოლ-ქმარი ნიუ-იორკში მიემგზავრებოდა.

ძრავის გაფუჭების მიზეზი უცნობია.

იმედინიუსი