მაიმუნი აშშ-ის საელჩოში შეიჭრა – სკანდალი მეხიკოში

მაიმუნი აშშ-ის საელჩოში შეიჭრა - სკანდალი მეხიკოშიმექსიკის დედაქალაქის ცენტრი რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. მიზეზი მაიმუნი გახდა, რომელიც ერთ-ერთი სახლიდან გაიქცა.

კაპუცინის ჯიშის ცხოველის დასაჭერად ქალაქის ცენტრში სამაშველო სამსახურები და ზოოპარკის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულები, გადაიკეტა მეხიკოს ცენტრალური მაგისტრალიც, თუმცა ცხოველის დაჭერა სპეციალისტებმა ვერ შეძლეს.

გაქცეული მაიმუნი საბოლოოდ შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში შეიჭრა, მაგრამ ცხოველის კვალს ვერც სახლში მიაკვლიეს. ვარაუდობენ, რომ მაიმუნი ახლოს მდებარე პარკში გაიქცა.

რუსთავი 2