მელორ ვაჩნაძე დააკავეს

მელორ ვაჩნაძე დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყოფილი პოლიტპატიმარი, მელორ ვაჩნაძე დააკავეს.
ფაქტი “პირველს” შსს-ში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაჩნაძე გუშინ საღამოს არაფხიზელ მდგომარეობაში ღუდუშაურის კლინიკაში მივიდა და ერთ-ერთ პაციენტთან შესვლას ითხოვდა, რისი უფლებაც მას კლინიკის დაცვამ არ მისცა. ვაჩნაძემ დაცვას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ის დააკავეს.

ვაჩნაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მას ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და წვრილმანი ხულიგნობა ედება.

გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.