მესი მესამე შვილის მამა გახდა და ახალშობილის ხელის ფოტოს აქვეყნებს

მესი მესამე შვილის მამა გახდა და ახალშობილის ხელის ფოტოს აქვეყნებსარგენტინელი ფეხბურთელი, „ბარსელონას“ სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი მესამე შვილის მამა გახდა. მესისა და მის ცოლს ანტონელას მესამე ბიჭი შეეძინათ.

როგორც ფეხბურთელი ინსტაგრამზე წერს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და პატარა და დედა თავს კარგად გრძნობენ. თან ახალშობილის ხელის ფოტოს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, ანტონელა ლეოს ბავშვობის სიყვარულია. წყვილმა ერთმანეთი მაშინ გაიცნო, როდესაც მესი 5 წლის, ანტონელა კი 4 წლის იყო.

მათი სასიყვარულო ურთიერთობა კი 2008 წელს დაიწყო და 10 წელია ერთად ცხოვრობენ, თუმცა მხოლოდ 2017 წელს იქორწინეს.

მათ 5 წლის ტიაგო და 2 წლის მატეო ჰყავთ, ახლა კი მესამე ბიჭის მშობლები გახდნენ.

ნიუპოსტი