მესტიაში სპეცრაზმია მობილიზებული

მესტიაში სპეცრაზმია მობილიზებულიმესტიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფის მობილიზება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „რუსთავი2“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის გადამღებმა ჯგუფმა სამართალდამცავები გვიან ღამით მესტიის ერთ-ერთ სასტუმროში დააფიქსირა. უკავშირდება თუ არა მათი ჩასვლა სვანეთში დღეს დაგეგმილ საპროტესტო გამოსვლას ძალოვანები არ აკონკრეტებენ.

სვანეთის მოსახლეობა დღეს გზის გადაკეტვისთვის ემზადება. ისინი მესტია-ჭალა-ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და აპირებენ რომ “სინერჯი ქონსტრაქშენმა” სპეცტექნიკას გადაადგილების საშუალება არ მისცენ. საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, ერთდროულად რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის აგება სვანეთის უნიკალურ ბუნებას გაანადგურებს.

ნიუპოსტი