ფილიპე კოუტინიო: ”მინდა რომ ნეიმარი დაბრუნდეს”

ფილიპე კოუტინიო: ”მინდა რომ ნეიმარი დაბრუნდეს”ბარსელონას ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ ნეიმარის ბარსელონაში დაბრუნებაზე ისაუბრა და თქვა რომ მას ძალიან გაუხარდება ნეიმართან ერთად გუნდში თამაში:

”ნეიმარი შესანიშნავი ფეხბურთელია და თუ ის ბარსელონაში დაბრუნდა, ეს ძალიან გამიხარდება. ჩვენ ნაკრებში ერთად ვთამაშობთ და ნეიმარი ყოველთვის ახერხებს ჩემს გაოცებას. გარდა ამისა, ის კარგი ადამიანი და მეგობარია”–განაცხადა ფილიპე კოუტინიომ.

ნეიმარის დაბრუნებაზე თანახმაა ივან რაკიტიჩიც, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში ბრაზილიელი ფეხბურთელი შეაქო.