ქართულმა მარშმა სასამართლოზე “მამაო ჩვენო” ჯგუფურად წარმოთქვა

ქართულმა მარშმა სასამართლოზე "მამაო ჩვენო" ჯგუფურად წარმოთქვასაქალაქო სასამართლოში, სადაც “ქართული მარშის” წევრების, დაკავებული 6 პირის აღმკვეთ ღონისძიებაზე დაიწყო მსჯელობა, მოსამართლის დარბაზში გამოჩენისას ბრალდებულებმა დარბაზში ლოცვა დაიწყეს. “მამაო ჩვენო” დაკავებულებმა და მოძრაობის სხვა წევრებმა ერთად წარმოთქვეს.

საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2- თან გამართულ აქციაზე დაკავებული 5 პირის სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ამავე საქმეზე გუშინ კიდევ ერთი პირი დააკავეს. გამოძიება დაკავებულებს 239-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც ჯგუფურად წინასწარ დაგგმილ ხულიგნობას გულისხმობს.

ბრალი რამდენიმე დაკავებულს დაუმძიმდა, მათ შორის ლუკა ნაცვლიშვილს დამატებით სხვისი ნივთის დაზიანებას, გოგა ონიანს კი ცემასა და ძალადობას ედავებიან.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს. ქართული მარში სამოქმედო გეგმას სხდომის დასრულების შემდეგ გააჟღერებს.

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-თან პოლიციამ ქართული მარშის 5 წევრი დააკავა. ისინი გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ შემდეგ რეპლიკას აპროტესტებდნენ.  “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”- თქვა გაბუნიამ.