ქართველმა მორაგბეებმა რუსები 29:9 დაამარცხეს

ქართველმა მორაგბეებმა რუსები 29:9 დაამარცხესრაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები, კრასნოდარში რუსეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდა და 29:9 დაამარცხა.

შეხვედრა რუსებმა აქტიურად დაიწყეს და პირველი სამი ქულაც მოიპოვეს, რის შემდეგაც ბორჯღალოსნები გააქტიურდნენ და ლელოს დადება მოახერხეს. მეტოქის ჩათვლის მოედანი ანტონ ფეიქრიშვილმა აიღო, სოსო მათიაშვილმა კი გარდასახვა ზუსტად შეიასრულა. თუმცა ტაიმის მიწურულამდე, ქართველი მორაგბეების შეცდომების ხარჯზე, რუსებმა კიდევ ორი საჯარიმო დარტყმა შეასრულეს ზუსტად და შეხვედრის პირველი ნახევარი მათ სასარგებლოდ 9:7 დასრულდა.

მეორე ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა სიტუაცია გამოასწორეს და რუსებს ერთი ქულის აღების საშუალებაც არ მისცეს. ქართველებმა საჯარიმო დარტყმით ჯერ ერთქულიანი უპირატესობა მოიპოვეს 10:9. ამის შემდეგ გუნდის კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ რუს „დათვებს“ მეორე ლელო დაუდო, მესამე ლელო კი მიშო გაჩეჩილაძის ანგარიშზეა. სოსო მათიაშვილმა ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მეოთხე ლელოს ავტორი კი ანზორ სიჭინავაა.

ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ჩატარებული მატჩიდან ოთხივე მოიგეს და სატურნირო ცხრილში ლიდერობა განიმტკიცეს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მეხუთე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 მარტს რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს და შარშან დაკარგული ტიტულის მოპოვებას შეეცდება.

იმედინიუსი