ყაზბეგის გამზირზე „პროკრედიტ ბანკში“ ევაკუაცია განხორციელდა

ყაზბეგის გამზირზე „პროკრედიტ ბანკში“ ევაკუაცია განხორციელდაყაზბეგის გამზირზე მდებარე „პროკრედიტ ბანკის“ შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბანკის პრესსამსახურში განუცხადეს, შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალი ჩაირთო, თუმცა მიზეზი არ იციან, ვინაიდან შენობაში დაკვამლიანება ან ხანძარი არ შეინიშნება.
„სახანძრო და საპატრულო სამსახურები არ გამოგვიძახებია, ვინაიდან ამის საჭიროება არ არსებობს“, – განაცხადეს ბანკში.
ამ დროისთვის ბანკის თანამშრომლები ეზოში იმყოფებიან.