რუსთავში გაზით 10 წლის ტყუპები მოიწამლნენ

რუსთავში გაზით 10 წლის ტყუპები მოიწამლნენრუსთავში ბუნებრივი აირით ორი არასრულწლოვანი მოიწამლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მე-18 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ათი წლის ტყუპები გაზის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
ბავშვები, რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ამ დროისათვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინტერპრესნიუსი