„სადაც უნდათ, დედამიწის ნებისმიერ ქვეყანაში იჩივლონ“ – კახა კალაძე „სითი პარკზე“

„სადაც უნდათ, დედამიწის ნებისმიერ ქვეყანაში იჩივლონ“ - კახა კალაძე „სითი პარკზე“თბილისის მერი, კახა კალაძე „სითი პარკის“ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც კომპანია სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.

“ჩვენ ვისმენთ დღეს განცხადებებს, რომ ისინი სასამართლოში აპირებენ წასვლას… არბიტრაჟში აპირებენ წასვლას… კიდევ ერთხელ ვეუბნები ამ კომპანიას: სადაც უნდათ, დედამიწის ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ წერტილზე თბილისის მერია მზად არის დაიცვას თავისი ინტერესები, თბილისის მერია მზად არის დაიცვას თავისი მოქალაქეების ინტერესები“, – განაცხადა თბილისის მერმა „იმედის“ ეთერში.

ცნობისთვის, დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან „სითი პარკთან“ კონტრაქტს წყვეტს.