სამუელ უმტიტი შესაძლოა ბარსელონადან წავიდეს

სამუელ უმტიტი შესაძლოა ბარსელონადან წავიდესბარსელონას ფრანგი მცველი სამუელ უმტიტი ბარსელონასთან ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდება,ამიტომ შესაძლოა მან კატალონიური გუნდი დატოვოს. უმტიტი ხელფასის გაორმაგებას ითხოვს, ხოლო ბარსელონა კი თანახმა არ არის და თვლის რომ უმტიტის ისედაც მაღალი ანაზღაურება აქვს.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა გაგრძელება მოჰყვება ამ ისტორიას, მაგრამ ცხადია რომ თუ უმტიტიმ ახალ კონტრაქტს ხელი არ მოაწერა, მაშინ ბარსელონას მისი შენარჩუნება გაუჭირდება.

სამუელ უმტიტის შეძენით ყველაზე მეტად მანჩესტერ იუნაიტედი არის დაინტერესებული.