ტერეზა მეი – ”მუდმივად მოვუწოდებ პუტინს, გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები”

ტერეზა მეი - ”მუდმივად მოვუწოდებ პუტინს, გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები”ბრიტანეთის პრემიერს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი შეახსენეს.ერთ-ერთმა გამომსვლელმა ტერეზა მეის მოუწოდა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთხელ აღიაროს და რუსეთს საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა მოსთხოვოს.

– მინდა, დავადასტურო, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა მუდმივად მოუწოდებს პუტინის ადმინისტრაციას, გაიყვანოს ჯარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ეს სხვადასხვა ფრონტზე ხდება და ეს ასეც გაგრძელდება, – უპასუხა ტერეზა მეიმ გამომსვლელს.

პირველი რადიო