თავდასხმა რუსთავი 2-ზე – “ქართული მარშის” წევრებს ბრალი დაუმძიმდათ

თავდასხმა რუსთავი 2-ზე - "ქართული მარშის" წევრებს ბრალი დაუმძიმდათ“რუსთავი 2”-ის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის გამო დაკავებულ “ქართული მარშის” წევრებს ბრალი დაუმძიმდათ.

ხუთივე დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის სამი მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს. სამივე მუხლი სასჯელის სახით პატიმრობას ითვალისწინებს.

ერთ-ერთ დაკავებულ გიორგი ონიანს კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის გარდა, ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 126-ე მუხლებსაც, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ძალადობას გულისხმობს.