თბილისის ქუჩები, სადაც ყველაზე მეტი ავტოავარია ხდება

თბილისში ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა 2017-2018 წელს კახეთის გზატკეცილზე, აღმაშენებლის ხეივანსა და წერეთლის გამზირზე მოხდა. ამის შესახებ allnews.ge შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

მხოლოდ წელს, კახეთის გზატკეცილზე 21 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 2017 წელს კი 113 შემთხვევა დაფიქსირდა. აღმაშენებლის ხეივანში 2018 წლის დასაწყისიდან 14 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გასულ წელს კი 81.

წერეთლის გამზირზე წელს 12, ხოლო 2017 წელს 72 ავტოსაგზა შემთხვევა მოხდა.

რაც შეეხება სხვა ქუჩებს: 2018 წელს ბელიაშვილის ქუჩაზე 9 ავტოსაგზაო შემთხვევა, ხოლო გასულ წელს 42 შემთხვევა მოხდა; მარჯვენა სანაპიროზე წელს 9, ხოლო გასულ წელს 73 შემთხვევა მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევები სხვა ქუჩებთან შედარებით, ასევე ხშირად ხდება გურამიშვილის გამზირზე, სადაც წელს 8, ხოლო 2017 წელს 65 შემთხვევა დაფიქსირდა.

შსს ცნობით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში თბილისში სულ 440, ხოლო 2017 წელს 2 934 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018