თურქეთში ავტობუსი სატვირთო მანქანას დაეჯახა – 10 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში ავტობუსი სატვირთო მანქანას დაეჯახა - 10 ადამიანი დაიღუპათურქეთის ჩრდილოეთში, ოსმანჯიკის რაიონში ავტობუსის მონაწილეობით მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ოსმანჯიკის მერმა ჰამზა კარატაშმა განაცხადა.
– დაშავებულია 18 ადამიანი, აქედან 10-ის მდგომარეობა მძიმეა, – განაცხადა კარატაშმა ტელეარხ NTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
თურქული მედია იუწყება, რომ სამგზავრო ავტობუსი, რომელიც სტამბოლიდან თოქათისკენ მიდიოდა, გაჩერებულ სატვირთო მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც ცეცხლი წაეკიდა.

ინტერპრესნიუსი