უჩა მამაცაშვილმა თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანია დატოვა – წილის 50%-ის დათმობაზე ცვლილება უკვე გაფორმდა

უჩა მამაცაშვილმა თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანია დატოვა - წილის 50%-ის დათმობაზე ცვლილება უკვე გაფორმდაბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა „თანაინვესტირების ფონდის“ მმართველი კომპანია „ჯი სი ეფ პარტნიორები“ დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ს თანაინვესტირების ფონდში დაუდასტურეს. კომპანიაში წილის 50%-ის დათმობაზე ოფიციალური ცვლილება უკვე გაფორმდა. მათივე ცნობით, კომპანიის მმართველი ამ ეტაპზე მხოლოდ გიორგი ბაჩიაშვილია. აღნიშნული კომპანია 2013 წელს დაფუძნდა.