უკრაინაში კრიმინალური ავტორიტეტი „სუმბატ თბილისკი” დააკავეს

უკრაინაში კრიმინალური ავტორიტეტი „სუმბატ თბილისკი" დააკავესუკრაინაში კრიმინალური ავტორიტეტი, საქართველოს მოქალაქე სუმბატ აბასოვი, მეტსახელად „სუმბატ თბილისკი” დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრიანულ ტელეკომპანია „112“ -ზე დაყრდნობით 1tv ავრცელებს.

სუმბატ აბასოვი ხარკოვში დააკავეს, როდესაც ის საზღვრის გადაკვეთას და რუსეთში გადასვლას არალეგალურად, საბუთების გარეშე ცდილობდა.

აბასოვი უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისთვის ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა.

პირველი