“აგარის შაქრის” თანამშრომლები გორთან დაბანაკდნენ – გზაში ერთი მოხუცი ცუდად გახდა

„აგარის შაქრის” თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები გორთან დაბანაკდნენ და თბილისისკენ მსვლელობას დილით განაგრძობენ.

მსვლელობისას ერთ-ერთი მონაწილე მოხუცი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მას დახმარება გაუწია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაოფილებელია. ის აქციას თბილისში შეუერთდება.

საპროტესტო მსვლელობა ლოზუნგით “აამუშავე აგარა” აგარიდან დაიწყო და კანცელარიასთან დასრულდება. აქციის მონაწილეთა ვარაუდით ისინი თბილისში პარასკევს იქნებიან. აგარელები ქარხნის ამუშავებას და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

ქარხანამ წინა წლის ნოემბრის დასაწყისში მუშაობა რამდენიმე თვით შეწყვიტა, რამაც აგარის მოსახლეობას ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა. საწარმოში 500 ადამიანი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

დასაქმებულები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ. ძირითადი მოთხოვნაა ქარხნის ფუნქციონირების განახლება და დასაქმება. ბოლო 2 წელია ქარხანა პერიოდულად ჩერდება. შარშან თანამშრომლებმა 2-თვე ნახევრის კომპენსაცია მიიღეს, თუმცა ეს მათი თქმით საკმარისი არ არის.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018