„აგარის შაქრის“ თანამშრომლები თბილისში ფეხით ჩამოვიდნენ

„აგარის შაქრის“ თანამშრომლები თბილისში ფეხით ჩამოვიდნენ. ისინი თბილისის შემოსასვლელთან, ჰიპერმარკეტ „კარფურთან” გაჩერდნენ და ორდღიანი საპროტესტო მსვლელობის შემდეგ, ხვალ მთავრობის კანცელარიასთან, სლოგანით „აამუშავე აგარა” აქციას გამართავენ.

აგარაში ქარხანამ წინა წლის ნოემბრის დასაწყისში მუშაობა შეწყვიტა, რამაც აგარის მოსახლეობას ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა. საწარმოში 500 ადამიანი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

დასაქმებულები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ. ძირითადი მოთხოვნაა ქარხნის ფუნქციონირების განახლება და დასაქმება. ბოლო 2 წელია, ქარხანა პერიოდულად ჩერდება.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018