ადვოკატი კობაიძე – “მარიამ ჭანტურიას ავტომანქანაში მიმდინარეობდა უკანონო თვალთვალი”

მარიამ ჭანტურიას ავტომანქანაში მიმდინარეობდა უკანონო თვალთვალი, რადგან სასამართლოს განჩინება 6 აპრილამდეა გაცემული, დღეს კი 20 აპრილია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, “მთელი რიგ უკანონობასთან გვაქვს ადგილი“.

„პირველ რიგში მარიამ ჭანტურია უკანონოდ იყო დაკავებული მესამე განყოფილებაში, მეორე ის,რომ მიმდინარეობდა უკანონო თვალთვალი. სასამართლოს განჩინება არის 6 აპრილამდე გაცემული, ხოლო დღეს მოგეხსენებათ არის 20 აპრილი. ფაქტობრივად, პოლიციელების მიერ განხორციელებული ქმედება არის უკანონო და რა თქმა უნდა ჩვენ ამას გავასაჩივრებთ”, – აღნიშნა ადვოკატმა.

მარიამ ჭანტურიას ავტომანქანიდან სამართალდამცველება მოსასმენი აპარატურა უკვე ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებები დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციელებმა ტერიტორია შემოსაზღვრეს ლენტით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მოქალაქე მარიამ ჭანტურის კუთვნილ ავტომობილში ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერას ახორციელებდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უწყების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 20 აპრილს რუსთავის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელმა მოქალაქე მ.ჭ., მის მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედების განხორციელების მიზნით დაიბარა.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამსონ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის და 6 მარტის განჩინებების საფუძველზე, 2018 წლის 6 აპრილამდე, აღნიშნული საქმის ერთ-ერთი მოწმის – მ.ჭ.-ს კუთვნილ ავტომანქანაში ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერას ახორციელებდა. 2018 წლის 20 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასამართლოს განჩინებით დამონტაჟებული ფარული აუდიო-ვიდეო ტექნიკის მოხსნის თაობაზე.

იმ დროს, როდესაც მ.ჭ. პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სამართალდამცველები განყოფილების ეზოში სასამართლოს განჩინებით დამონტაჟებული ფარული აუდიო-ვიდეო ტექნიკის დემონტაჟს ახორციელებდნენ, რაც მ.ჭ.-მ შენიშნა. ამის შესახებ მან შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საპატრულო პოლიციას აცნობა.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მ.ჭ. დაბარებულ იქნა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში, რათა გაეცნოს მის მიმართ განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერ საფუძველს – სასამართლოს განჩინებას და ინფორმაციას საგამოძიებო ღონისძიების დასრულების თაობაზე”, – აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018