ავიგდორ ლიბერმანი – ”თუ ირანი თელ-ავივს დაარტყამს, ისრაელი თეირანს დაარტყამს”

ისრაელის თავდაცვის მინისტრ ავიგდორ ლიბერმანის განცხადებით, ისრაელი ირანისგან მომავალ ნებისმიერ საფრთხეს უპასუხებს.
– თუ ირანი თელ-ავივს დაარტყამს, ისრაელი თეირანს დაარტყამს და სირიაში ირანის ნებისმიერ სამხედრო ობიექტს გაანადგურებს, რომელიც ისრაელს ემუქრება, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა.
ავიგდორ ლიბერმანის განცხადებით, „ისრაელი არ არის დაინტერესებული ომით, თუმცა ნებისმიერ ფასს გადაიხდის, რათა თავიდან აიცილოს ირანის სირიაში ყოფნა“.
მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი არაბულ ქვეყნებთან არის დიალოგში ჩართული, თუმცა არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყნებზეა საუბარი.
– ეს დიალოგი სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. საკითხების 75%-ზე ჩვენ ურთიერთგაგება გაგვაჩნია. რეგიონალურ საკითხებში ჩვენ კონსტრუქციული დიალოგი და სრული ურთიერთგაგება გაგვაჩნია, – აღნიშნა ლიბერმანმა.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018