ანატოლი ბიბილოვმა ბაშარ ასადი ოკუპირებულ ცხინვალში დაპატიჟა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ცხინვალში დაპატიჟა. ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.
ბიბილოვი სირიის დელეგაციას იალტაში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა.

„ყურადღებით ვადევნებთ თვალს სირიაში მიმდინარე მოვლენებს. “სამხრეთ ოსეთის” მოსახლეობა თანაუგრძნობს სირიელ ხალხს, ვინაიდან კარგად ესმის, რასთან გაქვთ საქმე. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობა იზეიმებს და სირიელი ხალხი კვლავ მშვიდობაში იცხოვრებს. ამაში დიდ წვლილს რუსეთის მიერ გამოყოფილი დახმარებაც შეიტანს“, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018