არსენალის ახალი მწვრთნელი ლუის ენრიკე გახდება

“ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე ლონდონის “არსენალში“ არსენ ვენგერის წასვლის შემდეგ გადასვლას გეგმავს. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ესპანელი მწვრთნელს კარგი ურთიერთობა აქვს ლონდონური კლუბის სპორტულ დირექტორთან, რომელიც მანამდე კატალონიელებთან მუშაობდა.

ენრიკეს ამ პოზიციაზე დანიშვნის ერთადერთ შემაკავებელ ფაქტორად მისი მაღალი ფინანსური მოთხოვნები სახელდება. ის ვენგერის მსგავს ანაზღაურებას მოითხოვს.

22-წლიანი სამსახურის შემდეგ, ფრანგი სპეციალისტი „მეთოფეებს“ სეზონის ბოლოს დატოვებს. ამის შესახებ არსენ ვენგერმა გუშინ განაცხადა.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018