ახალციხეში მანქანა ამოტრიალდა – დაიღუპა 30 წლის მამაკაცი: ”გადმოხტომა უცდია, მაგრამ მანქანამ ქვეშ მოიყოლა”

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალციხეში, სოფელ ხეოთთან ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა, 20 აპრილს დაახლოებით 02:00 საათზე მოხდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი, სოფელ ხეოთიდან, ახალციხის მიმართულებით მოძრაობდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოსახვევში ამოტრიალდა. მანქანაში 3 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად, მძღოლის გვერდით მჯდომი 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, უკან მჯდომი 16 წლამდე ბიჭი კი უნვებელი გადარჩა. მძღოლმა ქვედა კიდურზე მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

„მანქანა რომ ამოტრიალებულა, მძღოლის გვერდით მჯდომს, გადმოხტომა უცდია, თუმცა მანქანამ ქვეშ მოიყოლა და ადგილზევე დაიღუპა“,– ამბობს, სოფელ ხეოთის დეპუტატი ბესიკ გოგსაძე.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ საავადმყოფოს ადმინისტრაციაში განუცხადეს, დაშავებულს წვივის მრავლობითი მოტეხილობა აქვს.

ავარიაში მოყოლილები ერთმანეთის ნათესავები არიან. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

შსს-მ მომხდარზე ძიება, სსკ-ს 276-ე მუხლის, პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სამხრეთის კარიბჭე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018