ბარნოვზე მოკლული გოგონა რამდენიმე წუთი დახმარებას ითხოვდა – მკვლელობის ახალი დეტალები

ბარნოვზე მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ 22 წლის გოგონას მეზობლები.

ერთ-ერთი თვითმხილველი ჰყვება, რომ გოგონა რამდენიმე წუთის განმავლობაში სახლიდან მეზობლებს დახმარებას სთხოვდა.

– ისიც კი უთხრა მკვლელს, ეხლა პატრულს დავუძახებო… მაგრამ გვიან იყო, უკვე ყელი გამოჭრილი ჰქონდა – აცხადებს მეზობელი.

მისივე თქმით, მეზობლება კარი შეამტვრიეს, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ბარნოვის 77 ნომერში 1993 წელს დაბადებულ გოგონას ყელი გამოჭრეს. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, მკვლელი გოგონას მამინაცვალი ვეფხია ბაქრაძეა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018