ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. კვირიკაშვილის თქმით, უახლოეს დღეებში “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც ბიძინა ივანიშვილს კვლავ პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ.”მე შევთავაზე ბიძინა ივანიშვილს სათავეში ჩადგომოდა პარტიას და მოხარული ვარ, რომ ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა ამასთან დაკავშირებით. მას ყველაზე მეტად ძალუძს გააძლიეროს მთავარი პოლიტიკური ბირთვი პარტიის თავმჯდომარის რანგში “ – განაცხადა გიორგი კვირიკაშილმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018