ბრანჯელინა ოფიციალურად დასრულდა – ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა განქორწინების პროცესი დაასრულეს

ბრანჯელინა ოფიციალურად დასრულდა - ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა განქორწინების პროცესი დაასრულეს“საუკუნის განქორწინება” ოფიციალურად დასრულდა.

ბრანჯელინამ განქორწინების პროცესი საბოლოოდ დაასრულა.

როგორც The Sun-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი განქორწინების პირობებზე შეთანხმდნენ და გადაწყვიტეს, კარგი ურთიერთობა შეინარჩუნონ.

მსახიობებს, აღნიშნულთან დაკავშორებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

მსოფლიოს ულამაზეს და გავლენიან წყვილად აღიარებული ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შოკისმომგვრელი და სკანდალური განქორინების შესახებ ცნობილი 2016 წლის სექტემბერში გავრცელდა.

ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის 12 წლიანი ურთიერთობის დანგრევის ერთ-ერთ ვერსიად თავიდანვე ბავშვები დასახელდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯოლიმ პიტთან დაშორების გადაწყვეტილება, ბრედის მიერ მათი ერთ-ერთი შვილის მედოქსის ცემის გამო მიიღო. რაც პიტის იმიჯისთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა.

გავრცელებული ცნობით, წყვილი შვილებთან ერთად საფრანგეთიდან ლოს ანჯელესში კერძო თვითმფრინავით მიფრინავდა. 15 წლის მედოქსთან კამათისას ბრედმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელი გაარტყა.

თუმცა, FBI-მ და ბავშვთა და ოჯახის საკითხებზე ლოს ანჯელესის სოციალურმა დეპარტამენტმა გამოძიების შედეგად აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა და მსახიობის წინააღმდეგ აღძრული საქმე დახურა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ შვილების საცხოვრებელი ადგილის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

შეთანხმების თანახმად, ბავშვები დედასთან იცხოვრებენ, პიტი კი მათ ”თერაპევტული ვიზიტებით” ეწვევა.

გავრცელებული ცნობით, ბრედნ პიტმა ანჯელინას გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა და დოკუმენტაციის შევსების დღეს გაიგო.

კამერის წინაშე ანჯელინა ჯოლი პირველად, განქორწინების ცნობიდან 6 თვეში გამოჩნდა. სწორედ მაშინისაუბრაპირველად ბრანჯელინას დასასრულზეც. „ჩვენ ვართ ოჯახი და ყოველთვის დავრჩებით ოჯახად. აუცილებლად გადავიტანთ ამ სიტუაციას და დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრის წყალობით გაცილებით ძლიერები გავხდებით“ – განაცხადა ჯოლიმ.

მოგვიანებით კი, რულიად ინტერნეტსივრცე დაიპყრო ბრედ პიტის ახალმა ფოტოებმა გულახდილმა ინტერვიუმგანქორწინებისა და მისი ცხოვრების შესახებ. სკანდალური განქორწინებებისა და ბრალდებების შემდეგ, ბრედმა პირველი ინტერვიუსთვის ჟურნალი GQ აირჩია. სოციალური ქსელების მომხარებლების რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, ერთი ინტერვიუთი, ერთ დღეში იმიჯი ასე სწრაფად ალბათ, არასოდეს, არავის აღუდგენია. ბრედმა ისაუბრა განქორწინების შემდეგ არსებულ სირთულეებზე, ფსიქოთერაპიის კურსზე, ალკოჰოლთან დამოკიდებულების დაძლევაზე და ყველაფრის თავიდან დაწყების სურვილზე.

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანი 2005 წელს, ფილმ “მისტერ და მისის სმიტების” გადაღებაზე დაიწყო, რომელშიც მსახიობები მთავარ როლებს ასრულებდნენ.

წყვილს 6 შვილი ჰყავს. აქედან სამი ნაშვილებია. ბრედმა ანჯელინას 3 ნაშვილები ბავშვი მედოქს ჩივანი (05.08.01წ.), პაქს ტიენი (29.11.03წ.), ზაჰარა მარლი (08.01.05წ.) იშვილა.

თანაცხოვრების პერიოდში კი მათ სამი შვილი გაუჩნდათ შაილო ნუველი (27.05.06წ), ტყუპები –ნოქს ლეონი და ვივიენ მარშელინი (12.07.08წ.)

ანჯელინა და ბრედმა 2014 წელს იქორწინეს.