ბრედ პიტის ახალი შეყვარებული ნერი ოკსმანია – ვიდეო

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრედ პიტს ყოფილ ცოლ ჯენიფერ ენისტონთან საიდუმლო რომანი ჰქონდა, არ დადასტურდა. ამის შესახებ ELLE წერს.

როგორც ჰოლივუდური პრესა წერს, მსახიობი 42 წლის ლამაზმან ნერი ოკსმანთან მეგობრობს, რომელსაც კინოსა და შოუ-ბიზნესთან არანაირი შეხება არ აქვს. ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორია და არქიტექტურით, დიზაინითა და ხატვით არის გატაცებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრედი ნერისთან არქიტექტურულ პროექტზე თანამშრომლობს. წყვილი დროის დიდ ნაწილს ერთად ატარებს, რის გამოც ვარაუდობენ, რომ მათი ურთიერთობა პროფესიულ ჩარჩოებს დიდი ხანია, გასცდა. წარმოშობით ებრაელი ოკსმანი ასევე ებრაელ, არგენტინული წარმოშობის ცნობილ ამერიკელ კომპოზიტორ ოსვალდო გოლიხოვთან იმყოფებოდა ქორწინებაში.

პიტი კი ცოტა ხნის წინ ანჯელინა ჯოლის ოფიციალურად დაშორდა.

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 2005 წლიდან ერთად ცხოვრობდნენ, ოფიციალურად კი 2014 წელს დაქორწინდნენ, თუმცა მათი ოჯახური თანაცხოვრება 2017 წელს დასრულდა. მათ 6 შვილი ჰყავთ. აქედან 3 ბიოლოგიური და 3 აყვანილია.

იმედინიუსი

გთავაზობთ ოსვალდო გოლიხოვის ნაწარმოების ვიდეოჩანაწერს

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018