ბრიტანეთმა სირიის სანაპიროებისკენ  წყალქვეშა ფლოტი გაგზავნა

ბრიტანეთმა სირიის სანაპიროებისკენ  წყალქვეშა ფლოტი გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას The Sydney Morning Herald-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ეკიპაჟი სრულ მზადყოფნაშია და ოფიციალური ლონდონის ბრძანებას ელოდება. ასევე ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ მინისტრები სააღდგომო შვებულებიდან გამოითხოვა და საგანგებო სხდომა ჩაატარა.

ამასთანავე კვიპროსში მდებარე დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე ბომბდამშენი Panavia Tornado-ც მზადყოფნაშია მოყვანილი. საჭიროების შემთხვევაში კი ოპერაციაში სამეფო ფლოტი 45 HMS Duncan ჩაერთვება.

გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატები სირიაში რუსულ შეიარაღებულ ძალებზე დარტყმის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

მანამდე დონალდ ტრამპმა ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს.

სირიის პრეზიდენტმა ბაშალ ალ-ასადმა სააგენტო AFP-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში 7 აპრილის მოვლენებში სირიის ხელისუფლების მიერ ტოქსიკური გაზის გამოყენების ალბათობას „100%-იანი ფაბრიკაცია“ უწოდა. მისი თქმით, სირიას ქიმიური იარაღი არ აქვს.

7 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018