გედი ფოფხაძე: “ქართული ოცნებისა” და “ევროპული საქართველოს” გაერთიანება შეუძლებელია“

გედევან ფოფხაძის განცხადებით, “ქართულ ოცნებასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის იმდენად განსხვავებული ღირებულებებია, პოლიტიკურ ძალებს შორის რაიმე გაერთიანება შეუძლებელია.

ფოფხაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებასგამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ იცის, გიორგი აბაშიშვილს რა ინფორმაცია აქვს.
“პარლამენტში მსგავს ტენდენციებს ჯერ ვერ ვხედავ. პრეზიდენტის საწინააღმდეგო კამპანიას არავინ აწარმოებს. არ მგონია, რომ აქცენტი ამაზე ყოფილიყო. გუნდის შიგნით გარკვეული წესების ფორმირება ხდება. ყველაზე აქტუალურიც ესაა.”ქართულ ოცნებასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის იმდენად განსხვავებული ღირებულებითი ფასეულობებია, ასეთი ალიანსი ფაქტიურად შეუძლებელია”, – განაცხადა ფოფხაძე.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018