გია ნოდია – ვინც ნიგერიელები სცემა, ყველა უნდა დაისაჯოს

გია ნოდია - ვინც ნიგერიელები სცემა, ყველა უნდა დაისაჯოსგია ნოდიამ ფეისბუქში დაწერა:

‘თქმა იმისა, რომ „საქართველო არის რასისტული ქვეყანა“, არის არაზუსტი, იმიტომ რომ ასეთი ქვეყნები არ არსებობს.

მაგრამ საქართველო არის ქვეყანა, სადაც რასიზმი ძალიან, ძალიან გავრცელებულია – ბევრად უფრო, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. ეს რომ ასეა, ადრეც ვიცოდით და ამის უამრავი მოწმობაა, მაგრამ ეპოზიდები, როგორც ნიგერიული სტუდენტების ცემა იყო, ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს. „მე პირადად არა ვარ რასისტის“ ძახილი ამ კონტექსტში სრულიად უადგილოა.

ერთადერთი, რასაც ამ შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა, დამნაშავეთა ადექვატური დასჯაა. სხვა ყველაფერი, მათ შორის ამხანაგური მატჩი აფრიკელებსა და ადგილობრივებს შორის, თავისთავად კარგია, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს არ არის დამნაშავეთა დასჯის ალტერნატივა: „რაც მოხდა, მოხდა, დავივიწყოთ და ა. შ.“. არა, ჯერ სამართალი აღსრულდეს, მერე, კი ბატონო, ფეხბურთი ვითამაშოთ და დავივიწყოთ. ხელისუფლების ინსტინქტი, როგორც ჩანს, სწორედ მიფუჩეჩებაა.”