გია ხუხაშვილი – ”ირაკლი კობახიძეს კაბინეტიდან გამოიტანენ”

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ირაკლი კობახიძეს კაბინეტიდან გამოყვანას უწინასწარმეტყველებს. ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი მმართველ გუნდში მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარზე საუბრობს. მისი თქმით, დიდი ხანია, საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირება არსებობს და გედევან ფოფხაძის განცხადებები და გუნდის დატოვება მხოლოდ საბაბი იყო.

– კობახიძის ამ ჯგუფის ამბიცია განპირობებულია მათი ავტორიტეტით, ეს ჩანს კიდეც ამ პროცესში. განპირობებულია იმით, რომ ისინი ამოფარებულები არიან ბიძინა ივანიშვილის კალთას, ანუ მისი სახელით სპეკულირებენ ამ პროცესში და ამით ცდილობენ, გაიმყარონ პოზიციები. თუ ძალის ცენტრი ხელებს დაიბანს, ანუ იტყვის, რომ ის არ არის ამ ჯგუფის ლობისტი, მაშინ ამ ჯგუფს შეექმნება სერიოზული პრობლემები, იმიტომ, რომ მათი რიცხვობრივად თუ ვიანგარიშებთ, მათი რესურსები შეზღუდულია, თუ ფეხების ბაკუნს დაიწყებს, აგრესიაც არ ეშლებათ პარლამენტში და ეს არაერთხელ გვინახავს. მე მაინც არ ვისურვებდი ამას. როდესაც ვსაუბრობ კაბინეტიდან გამოტანაზე, მე პოლიტიკურ გამოტანაზე ვსაუბრობ და არა ფიზიკურად, თუმცა ფიზიკურად გამოტანაც არავის უკვირს, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018