გოგა ხაინდრავა – “მაჩალიკაშვილის გვარი იცის ყველამ! რომელს გახსოვთ გარდაცვლილი სპეცრაზმელის გვარი?!”

„მაჩალიკაშვილის გვარი ყველამ იცის და იმ ბიჭის გვარიც გაიხსენოს, მსოფლიო მასშტაბის ტერორისტებთან ბრძოლაში რომ დაიღუპა, როდესაც საკუთარ ქვეყანას იცავდა“, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

„მე მინდა საზოგადოებას და ჟურნალისტებს დავუსვა შეკითხვა, მაჩალიკაშვილის გვარი ყველამ იცის და ვინც სპეცოპერაციის დროს დაიღუპა, იმ ბიჭის გვარს თუ დამისახელებენ, იქნებ მიპასუხოს ვინმემ… იმიტომ, რომ ის ბიჭიც დაიღუპა, მასაც ოჯახი ჰყავს, ის საკუთარ ქვეყანას იცავდა, მაგაშია საქმე, რომ მისი გვარი საქართველოში არავინ იცის.

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ვკითხე, იქნებ დამისახელოთ ამ ბიჭის გვარი-მეთქი… ჩვენ ვიცით, რომ იქ ძალიან სერიოზული ტერორისტები იყვნენ, მსოფლიო მასშტაბის ტერორისტებთან ბრძოლაში დაიღუპა კაცი. მისი გვარი არავინ იცის… პირველ რიგში პრესას და მეორე რიგში, საზოგადოებას ავიწყდება… იქნებ, იმ ბიჭის უფლებები, ოჯახის უფლებებიც დაიცვას ვინმემ, გარდა ივანიშვილისა, რომელმაც ერთადერთმა გაიხსენა, რომ მასაც ოჯახი ჰყავს და მათაც მხარდაჭერა და დაცვა სჭირდებათ…“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ექსკლუზივნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018