დაბერებადი უჯრედების მოცილება სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ვირთაგვების ორი ხაზი, რომელთანაც შეიძლება დაბერებადი უჯრედების განადგურება. ამ ტიპის თერაპიით შესაძლებელი გახდა ექსპერიმენტულ ცხოველთა ორგანიზმში სიბერესთან შეჭიდული პათოლოგიების გადავადება და რაც მთავარია, ვირთაგვების გაჯანსაღება.

როგორც მკვლევარები აცხადებენ, ვირთაგვების სიცოცხლის ხანგრძლივობა 17-35 %-ით გაიზარდა. დაბერებადი უჯრედების განადგურება ცხოველებთან პრეპარატ AP20187 –ის მიღებით ხდებოდა. +AP – 22 თვის ვირთაგვებია, რომლებსაც პრეპარატს 12-დან 18 თვის ასაკში აძლევდნენ, -AP-ცხოველებიც იგივე ასაკისაა, ისინი პრეპარატს არ იღებდნენ. სურათიდანაც კი ნათლად ჩანს, როგორ ახალგაზრდულად გამოიყურებიან +AP ცხოველები. თურმე, მათ ორგანიზმში დაბერებადი უჯრედების განადგურება
ხელს უშლიდა კატარაქტის ფორმირებას, აუმჯობესებდა თირკმელებისა და გულის ფუნქციობას (იმავე ასაკის ცხოველებთან შედარებით).

ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ დაბერებადი უჯრედების მოცილებით სიცოცხლე უხანგრძლივდებოდათ იმ ცხოველებსაც კი, რომლებიც სიმსივნური პათოლოგიით იყვნენ დაავადებულნი. მეცნიერები ამ ახალი ტექნოლოგიის გამოცდას უახლოეს პერიოდში ადამიანებთანაც გეგმავენ.

მკურნალი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018