”დავწერე ორი სიტყვით, რომ შეიწყალეთ ვეფხია ბაქრაძე” – რას ყვება ბარნოვზე მოკლული გოგონას დედა ნათია გობაძე

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის ყოფილი მეუღლე მომხდარს შესახებ მედიასთან პირველად საუბრობს.
ნათია გობაძემ დაადასტურა, რომ ყოფილი ქმრის შეწყალების შესახებ თხოვნით კომისიას მიმართა.

– ციხიდან დამირეკა თვითონ. შეწყალება კეთდებაო და იქნებ მე თუ არა, ჩემს შვილს დაეხმაროსო, რომ სოციალური გაკეთდებაო, როგორც სამი შვილის დედასო. მე ვუთხარი, რომ შენთვის არა, შენი შვილისთვის გავაკეთებთქო.

ცოტა ხანში მისმა შვილმა დამირეკა, გამომყვები, რომ შეწყალება დაწეროო? თავის შვილიც აღფრთოვანებული არ იყო მაგით… შემაწუხაო… იმ დღეს ვერ დავწერეთ, სამი დღის მერე მივედით და დავწერე ორი სიტყვით, რომ „გთხოვთ შეიწყალოთ“.

მერე დამირეკა და მითხრა, რომ სულ ეგ იყოო და მეტი სათქმელი არაფერი გქონდაო? არ დაკანონდა, უარყოფითი პასუხი მომივიდაო… რომ გამოვალ მაქედან, მეც არ გაგითვალისწინებო. ამის მერე წელიწადნახვარზე მეტი მირეკავდა ციხიდან და არ ვპასუხობდი. სულ მსაყვედურობდა და მთხოვდა, მივსულიყავი ციხეზე, – ამბობს გობაძე.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018