“დათო სარალიძემ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ჩაიკეცა” – რას ყვება მოწმე თამარ გოცირიძე

მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს დღეს ხორავას ქუჩაზე მცხოვრები პირ დაიკითხა. ქალბატონი 2017 წლის 1 დეკემბერს მოზარდებს შორის მომხდარ კონფლიქტს შეესწრო.

“როცა ხმაური შემომესმა, გავედი აივანზე, რომელიც მეხუთე სართულზეა. დავინახე, რომ ბავშვები უკვე თაღიდან გადიოდნენ. მეგონა რომ უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო. თუმცა, ორ მოზარდს შორის მოხდა ჩხუბი, თითქოს, ერთმანეთს მუშტებს ურტყამდნენ. მაინტერესებდა კიდევ თუ რამე ხდებოდა, ეს იყო ხელჩართული ბრძოლა, უკვე დავიყვირე, ტელეფონი ავიღე, რომ სადღაც დამერეკა, როცა დავინახე, რომ ერთი მოზარდი იდგა და ჩაიკეცა. ეს იყო დავით სარალიძე. მას ვისთან ჰქონდა კონფლიქტი ვერ დავინახე, მე დავინახე, რომ იდგა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მაშინ ჩაიკეცა. მაშინ მივხვდი, რომ რთულად იყო საქმე. მე ვუყურებდი უფრო სხვა ჩხუბს, ეს იყო ორი მოზარდის ჩხუბი, რომელიც არ ჰგავდა, რომ მაინც და მაინც ცივი იარაღით გამოყენებით უნდა ყოფილიყო”, – განაცხადა თამარ გოცირიძემ.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018