“დანით მჭრიდა, ფული მომეციო” – რას ამბობს კასპში სასტიკად ნაწამები მამაკაცი

კასპის რაიონის სოფელ ფერმაში დაყაჩაღებული და ნაწამები ალიოღლები დეტალებზე საუბრობენ.
ერთ-ერთი დაზარალებულის ვალიოზა ალიოღლი აცხადებს, რომ თავდამსხმელები მას კონკრეტულ თანხას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდნენ.„მასკა“ ჰქონდა გაკეთებული ვერ ვიცანი, სახლში შემოვიდა ორი ავტომატიანი, ერთი თოფიანი. შემოვიდნენ ფული მომეციო. დანით მჭრიდა, რომ ამოიღე ფულიო და 20 ათასი მომეციო. პოლიცია მეუბნება, რომ ჯერ ვეძებო,“ – ამბობს ალიოღლი.

ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ყაჩაღებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სახლში დიდი ოდენობით თანხა და ძვირფასეულობა ინახებოდა.

დაზარალებულებს ეჭვი ერთ პირზე აქვთ, რომელიც წლების განმავლობაში მათთან მუშაობდა.

მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018