“დედა დღეს 14 წლის გავხდი, გადაგეჩვიე… სახლი შენს სახლს აღარ ჰგავს, მამაც მიეჩვია უშენობას…” – ქართველი ემიგრანტის შვილის წერილი დედას

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტის შვილის წერილი ვრცელდება.”დღეს 14 წლის გავხდი

მამამ საჩუქრად ახალი კაბა მიყიდა….

მთელი დღეა სარკეში ვიხედები და წარმოვიდგენ, როგორ მეხმარები ამ კაბის მორგებაში…

დედას ღიმილი გაქვსო, ხშირად მეუბნებიან

მე კი დიდიხანია შენს სახეზე ღიმილი აღარ შემიმჩნევია…)))

კომპიუტერის ეკრანიდან მძიმედ შემომხედავ ხოლმე

თავს ძალას ატან და ცდილობ გაიღიმო,

არ გამოგდის…

მერე სახეზე ხელებს აიფარებ,

(მაშინ ალბათ ფიქრობ ჩემთან ერთად ვერ გატარებულ ყველა დღეზე,

ასეთი დღეები კი ძალიან ბევრია…)

აღარც ტკივილებზე ლაპარაკის ძალა შემოგრჩა დედა,

შენს ჩამქვრალ თვალებში ახლა მარტო მე ვიკითხები,

შენი შვილი,

რომელსაც უკვე გაეყინა სახეზე, შენი შეტოვებული ხელების სითბო.

ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოვტოვეთ მე და შენ ერთმანეთის ცხოვრებაში…

შენ გამოტოვე ჩემი პირველი დღე სკოლაში,

პირველი ქულით მიღებული სიხარული,

ჩემი პირველი სასკოლო ზეიმიც გამოტოვე,

გამოტოვე პირველი სიყვარულის ნაპერწკლები ჩემს თვალებში…

ვგრძნობ როგორ ვეჩვევი ცხოვრებას შენს გარეშე,

მერე წარმოვიდგენ,

რა იქნება წლების მერე, როცა სახლში დაბრუნდები,

კედლებს უშენობის სუნი უფრო მძაფრად აქვს ვიდრე შენი გამოგზავნილი ფულით ნაყიდი საღებავის…

შენი სახლი შენს სახლს აღარ გავს დედა და

მამაც დიდიხანია მიეჩვია უშენობით გამოწვეულ სიცარიელეს…

ვიყურები სარკეში და წარმოვიდგენ

როგორ დგახარ აქ ჩემს გვერდით

და ვიღიმი

მთელი ძალით ვიღიმი რომ

მეც შენსავით არ გამეყინოს სახეზე ემოციები…

მე შენ მიყვარხარ დედა-მოგონებებთან და მონატრებასთან ერთად ვიმეორებ ამ სიტყვებს,

რომ არ გახუნდეს,

ობი არ დაიდოს,

რომ არ გაცვდეს….

გადაგეჩვიე დედა!…”

ლიზიკო ჯანელიძე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018