დიანა ბერიძის მკვლელ ქირურგს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

თესალონიკის სასამართლომ 38 წლის ქირურგს საბოლოო განაჩენი გამოუტანა. ის 36 წლის ქართველი ემიგრანტის, დიანა ბერიძის მკვლელობაში ბრალდებულად სცნეს. მან განაჩენი რეაქციის გარეშე მოისმინა.

კერძოდ, 2017 წლის აპრილში დიანა ბერიძე თესალონიკში, იპოკრატიოს საავადმყოფოში მცირე ოპერაციის გასაკეთებლად მივიდა, საიდანაც ცოცხალმა ვეღარ გამოაღწია. ვარიკოზული ვენების მოსაშორებელი პროცესი ფატალურად დასრულდა, ხოლო ექიმმა მისი გვამის მოშორება გადაწყვიტა.

როგორც გაირკვა, დიანა ბერიძისთვის ანესთეზიის გაკეთება აუცილებელი არ იყო. მისი სიკვდილი სუნთქვის დათრგუნვამ გამოიწვია.

როგორც ბრალდებული აცხადებს, ქალის სხეული იმიტომ მოიშორა, რომ პანიკაში ჩავარდა და იმ მომენტშიც, დასახმარებლად ვერავის დაუძახა, რადგან ძალიან შეეშინდა.

“იმ დროს სხვა ადამიანი ვიყავი. ვერ შევეგუე, რაც მოხდა, მანქანაში ჩავჯექი და წავედი. კონტროლი მქონდა დაკარგული.”

პროკურორმა კი მის ქმედებებს პანიკის ნაცვლად, წინასწარ განზრახული მკვლელობა უწოდა, ვინაიდან მან ამ ყველაფრისთვის ფონიც კი მოამზადა.

საბოლოო ჯამში, 38 წლის ქირურგს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ბრალდებულმა განაჩენი რეაქციის გარეშე მოისმინა და უბრალოდ თავი ჩაღუნა. ამის შემდეგ კი ის ციხეში გადაიყვანეს.

გეორგიანს.გრ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018