ევროკავშირი საქართველოს 45 მილიონი ევროს გამოუყოფს

ევროკავშირმა ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად, საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

_ ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოეყოს. ეს თანხა საქართველოს დაეხმარება ფინანსური საჭიროებების დაფარვაში, ეკონომიკური სტაბილიზაციის და სტრუქტურული რეფორმების პროგრამის უზრუნველყოფაში, _ ნათქვამია განცხადებაში.

ევროკომისია საქართველოსთვის აღნიშნული დახმარების გაწევის ინიციატივით გასული წლის სექტემბერში გამოვიდა.

აქცენტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018