ენიო მორიკონე 19 მაისს ბლექ სი არენაზე კონცერტს გამართავს – ბილეთის ფასი 60 ლარიდან იწყება – ვიდეო

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თქვა, 19 მაისს Check in Georgia-ს 2018 წლის სეზონი ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება.

– მაესტროსთან ერთად 121-კაციანი ორკესტრი ჩამოვა საქართველოში და შეასრულებს ყველასთვის საყვარელ მუსიკას. სასიხარულოა ისიც, რომ მაესტროსთან ერთად კონცერტში ჩვენი ოპერის 70-კაციანი გუნდი იღებს მონაწილეობას. ეს ძალიან მხარებს, რადგან ქართველებს ექნებათ ცოცხალ კლასიკოსთან მუშაობის, გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა და მეორეც – ეს იქნება შემოსავალი ჩვენი მუსიკოსებისთვის, – თქვა ქუმსიშვილმა.

პრესკონფერენციაში მასში ასევე მონაწილეობდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და შპს „ბლექ სი არენა“-ს დირექტორი ანი კავლელიშვილი.

იტალიელი კომპოზიტორი საქართველოში პირველად ჩამოდის. პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში მისი კონცერტით 19 მაისს „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი გაიხსნება. ენიო მორიკონე კონცერტს რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართავს.

19 მაისს დაგეგმილი კონცერტი მაესტროს მოღვაწეობის 60–წლიანი იუბილეს ფარგლებში მიმდინარე მსოფლიო ტურნეს ნაწილია.

კომპოზიტორი თანმხლებ პირებთან ერთად ჩარტერული რეისით, კონცერტამდე ერთი დღით ადრე, 18 მაისს ჩამოფრინდება. სულ საქართველოში 121 ადამიანი ჩამოვა.

ენიო მორიკონეს კონცერტის ბილეთების გაყიდვა 20 აპრილს, დილის 9.00 საათიდან tkt.ge-ს საშუალებით დაიწყება. ბილეთების ფასი 60 ლარიდან დაიწყება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018