ერევანში, ბაგრამიანის მოედანზე, სპეცრაზმია მობილიზებული – ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის რეზიდენციისკენ მიემართება

ერევანში, ბაგრამიანის მოედანზე, სპეცრაზმია მობილიზებული - ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის რეზიდენციისკენ მიემართებაერევნის ცენტრში საპროტესტო აქცია განახლდა. ოპოზიციური ფრაქცია „ელქსის” ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი მომხრეებთან ერთად პრემიერ-მინისტრის რეზიდენციისკენ მიემართება.

ფაშინიანი რეზიდენციის ალყაში მოქცევას გეგმავს. მან კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ „სერჟ სარგსიანს მოუწევს, მსოფლიოს პოლიციის ფარების მიღმა უყუროს”

პოლიციის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქში ამ ეტაპზე მოძრაობა პარალიზებული არ არის.

ამასთან, როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ერევნიდან იუწყება, ბაგრამიანის მოედანზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.

სერჟ სარგსიანის პრემიერობის მოწინააღმდეგეები უკვე მეორე დღეა, ერევნის ცენტრში აქციას მართავენ.

სომხეთის პარლამენტმა – ეროვნულმა კრებამ სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე აირჩია.